წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობები
იპოვეთ და მოიგეთ 100 000 პრიზი!
წამახალისებელი გათამაშება (შემდგომში წოდებული როგორც ,,კამპანია’’) ორგანიზებულია შპს SOFIA TRADING COMPANY–ს მიერ. ცენტრალური ოფისი მდებარეობს: დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13-ე კმ, აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორია, ნაკვ 014/260, თბილისი 0159, საქართველო, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომრით – 205189543. საკონტაქტო ნომერი: (032) 290 80 81 აქციის ორგანიზატორი კომპანიის სამუშაო საათებია 09:00 – 18:00 საათამდე შაბათ–კვირის გარდა.
1.იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს მონაწილეობა აქციაში, საჭიროა აქციის მიმდინარეობისას მომხმარებელმა შეიძინოს სავაჭრო ობიექტებში „სოფია-„ს „თა-მო“-სა და „ფლამინგო“-ს ბრენდის პროდუქცია (კერძოდ, კი ხელსაწმენდი ან/და ჰიგიენური ქაღალდი). აღნიშნული მომენტიდან პირი ითვლება გათამაშების
მონაწილედ. გათამაშებაშია 100 000 (ასი ათასი) ბილეთი, რომელთაგან ყველა მომგებიანია.
მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც დროებით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ყველანაირი შეზღუდვის გარეშე და შეუზღუდავი რაოდენობით.
გათამაშებაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ: აქციის ორგანიზატორებს, ორგანიზატორის დისტრიბუტორ ფირმის, კომპანიების, რომლებიც იღებენ მონაწილეობას აქციის ორგანიზებაში თანამშრომლებსა და მათ უახლოეს ნათესავებს (ცოლს, ქმარს, შვილს, მამას, დედას, ძმას, დას).
2.მომგებიანი თამაშობის ჩატარების ტერიტორია და პერიოდი
თამაშობის ჩატარების ადგილია საქართველო. გათამაშება ჩატარდება 2014 წლის 10 ნოემბრის 00:00 სთ-დან 2015 წლის 23 ოქტობრის 23:59 სთ-მდე.
3. მომგებიანი თამაშობის ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია
მომგებიანი თამაშობის ბილეთების საერთო რაოდენობა შეადგენს 100 000 (ასი ათასი) ცალს, ნუმერაციით 000001-დან 100 000-ის ჩათვლით.
4. წამახალისებელი გათამაშების ზოგადი წესი
წამახალისებელი გათამაშება შეეხება „სოფია-„ს „თა-მო“-სა და „ფლამინგო“-ს ბრენდის პროდუქციას კერძოდ, კი ხელსაწმენდებს და ჰიგიენურ ქაღალდებს. მომგებიანი ბილეთი არ არის განთავსებული ყველა ზემოთ ხსენებულ პროდუქციაში, არამედ მხოლოდ ზოგიერთ მათგანში. კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდია 205189543; იურიდიული მისამართი: დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13-ე კმ, აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორია, ნაკვ 014/260, თბილისი 0159, საქართველო.
წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობს შპს SOFIA TRADING COMPANY -ს შემდეგი ბრენდის პროდუქცია: „სოფია“, „თა-მო“ და „ფლამინგო“.
წამახალისებელი გათამაშების არსი მდგომარეობს შემდეგში: 2014 წლის 10 ნოემბრის 00:00 საათზე 2015 წლის 23 ოქტომბრის 23:59 სთ-მდე „სოფია-„ს „თა-მო“-სა და „ფლამინგო“-ს პროდუქციის შეძენისას მომხმარებელმა შეძენილ პროდუქციაში უნდა იპოვოს მომგებიანი ბილეთი.მომგებიანი ბილეთი დაკრულია ხელსაწმენდის შეფუთვაში არსებულ ერთ-ერთ ხელსაწმენდზე, რომლის აღმოჩენაც მხოლოდ შეფუთვის დაშლის გზით იქნება შესაძლებელი; რაც შეეხება ჰიგიენურ ქაღალდს აქ მომგებიანი ბილეთი დაკრულია პროდუქციის შუაგულში არსებულ მუყაოს ცილინდრზე, რომლის აღმოჩენაც შესაძლებელია ჰიგიენური ქაღალდის სრულად გახარჯვის შემდეგ. მომგებიანი ბილეთის ერთ მხარეს დატანილია სკრეჩ ველი, ბილეთის ნუმერაცია,პრიზის განაღდების პირობები,ინფორმაცია გათამაშების ორგანიზატორი კომპანიის შესახებ და ნებართვის ნომერი. გათამაშებისას ერთი მოგებული ბილეთი მიიღებს მოგებულ ერთ პრიზს.
ორგანიზატორი თავად ასრულებს პრიზის შეძენასთან და გადაცემასთან დაკავშირებულ საგადასახადო ვალდებულებებს. გარდა სუპერ პრიზის საშემოსავლო გადასახადისა. აქციაში მონაწილეობა შესაძლებელია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
5. გათამაშების ჩატარების მექანიზმი.
იმისათვის რომ გახდეთ ამ კამპანიის მონაწილე, 2014 წლის 10 ნოემბერის 00:00 საათიდან 2015 წლის 23 ოქტომბრის 23:59 სთ-მდე უნდა შეიძინოთ ორგანიზატორი კომპანიის „სოფია-„ს „თა-მო“-სა და „ფლამინგო“-ს ბრენდის პროდუქცია.
გათამაშების ბილეთებზე მინიჭებული ნომრები დაიბეჭდება მკაცრი აღრიცხვის გათამაშების ბილეთზე, საიდენტიფიკაციო ნომრებით 000001-დან 100000 ჩათვლით.
გათამაშება ტარდება მომგებიანი ბილეთების საფუძველზე, დაფარული ველის გადაფხეკვის გზით. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ხელსაწმენდებისა და ჰიგიენურ ქაღალდებში მომგებიანი ბილეთების შემთხვევითი აღმოჩენის გზით.
6. ერთ ადამიანს აქვს შანსი გახდეს განუსაზღვრელი რაოდენობის პრიზის მფლობელი.
საგზურის მოგების შემთხვევაში ორგანიზატორი კომპანია პასუხს არ აგებს თუ გამარჯვებულს შეექმნება პრობლემები ვიზასთან ან/და სხვა სახის პრობლემებთან დაკავშირებით.
ორგანიზატორი კომპანია პასუხს არ აგებს თუ მთავარი პრიზის მფლობელი დადგენილ ვადებში არ ისარგებლებს პრიზით (საგზურით).
ორგანიზატორი კომპანია პასუხს არ აგებს თუ სუპერ პრიზის მფლობელი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის სუპერ პრიზის საშემოსავლო გადასახადს.
7. პრიზების გაცემის წესი
გამარჯვებულმა, ორგანიზატორ კომპანიას უნდა მიმართოს კუთვნილი პრიზის მისაღებად გათამაშებდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
საშუალო, მთავარი და სუპერ პრიზების გამარჯვებულებმა უნდა მიმართონ ორგანიზატორ კომპანიას პრიზების მისაღებად მისამართზე: დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13-ე კმ, აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორია, ნაკვ 014/260, თბილისი 0159, საქართველო, გათამაშებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
მცირე პრიზების მფლობელებს პრიზების მიღება შეუძლიათ გათამაშებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც რეალიზაციაშია შპს SOFIA TRADING COMPANY -ს პროდუქცია.
პრიზების მისაღებად გამარჯვებულმა ორგანიზატორ კომპანიას უნდა წარუდგინოს მოგებული ბილეთი და პირადობის დამადასტურებელი საბუთი. პრიზები უნდა გაიცეს გამარჯვებულის იდენტიფიკაციიდან და მის მიერ პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარდგენიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) კალენდარული დღის ვადაში.
8. გამარჯვებულის მიერ საჭირო დოკუმენტაციის დაგვიანების ან არასრულად წარდგენის შემხვევაში პრიზი ჩაითვლება გაუქმებულად.
9. კამპანიის წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული წესით მონაწილე პირები თანხმობას აცხადებენ აღნიშნული ღონისძიების მიზნებისათვის მისი ორგანიზატორისა და ორგანიზატორის მიერ უფლებამოსილი პირებისაგან მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, შეკრების, შენახვის გამოყენებისა და გავრცელების ჩათვლით, იმ პირობით, რომ მიღებული იქნება ყველა ზომა ამ მონაცემთა არასანქცირებული გაცხადებისაგან დასაცავად. მონაწილეს უფლება აქვს, ხელი მიუწვდებოდეს თავის შესახებ არსებულ მონაცემებზე და/ან ინფორმაციაზე იმის შესახებ, თუ ვინ და რა მიზნით იყენებს მის მონაცემებს. მონაწილეთა მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ინფორმაცია, მათ შორის, მათი პერსონალური მონაცემები, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ორგანიზატორის, მის მიერ უფლებამოსილი წარმომადგენლის და/ან სარეკლამო სააგენტოების მიერ, მათ შორის, სარეკლამო მიზნებით, მონაწილეთაგან დამატებითი თანხმობის და ამისთვის რაიმე საფასურის გადახდის გარეშე.
10. კამპანიის გამარჯვებულები გამოვლინდებიან გათამაშებიდან კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.napkin.ge , არაუგვიანეს 3 დღეში.
11. პრიზები არ შეიძლება გაიცეს გამარჯვებულებზე ფულად ექვივალენტში.
პრიზი შესაძლოა განსხვავდებოდეს სარეკლამო მასალებში ნაჩვენები გამოსახულებისაგან ფერით, ფორმით, ზომით .
12. კამპანიის წესები ქვეყნდება საიტზე www.napkin.ge ,სადაც შეიძლება დეტალური ინფორმაციის მიღება კამპანიის პირობების შესახებ.
13. პრეტენზიების განხილვის წესები
პრეტენზიები, დაკავშირებული აქციის ორგანიზებასთან, მიიღება არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში შემთხვევის მომენტიდან, რომლის მიხედვითაც მონაწილეს აქვს პრეტენზია, მისამართზე: დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13-ე კმ, აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორია, ნაკვ 014/260, თბილისი 0159, საქართველო, სამუშაო საათების განმავლობაში: 10.00-დან 18.00 საათამდე. ტელ.: +995 32 290 80 81. მონაწილეების პრეტენზიების შესახებ გადაწყვეტილებას ორგანიზატორი იღებს არა უგვიანეს 30 დღისა პრეტენზიის მიღების დღიდან. პრიზის გაცემის შემდეგ პრეტენზია არ განიხილება.
მოთამაშის მიერ ბილეთის დაკარგვის, ან დაზიანების შემთხვევაში, მას არ აქვს უფლება პრეტენზია წაუყენოს ორგანიზატორს. ორგანიზატორი პასუხს არ აგებს საჩუქარზე, მონაწილესთვის მისი გადაცემის შემდეგ.
14. დავის გადაწყვეტა. დავის წარმოშობის შემთხვევაში ორგანიზატორ კომპანიას უფლება აქვს, განიხილოს მხოლოდ წერილობითი ფორმით წარმოდგენილი საჩივრები და მიიღოს გადაწყვეტილება 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა უფლებას აძლევს მხარეებს, სასამართლო წესით გადაწყვიტონ დავა საქართველოს კანონმდებლობის ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.